აღმოაჩინე ურბანული კომფორტი სარაჯიშვილის მეტროსთან – უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, სტრატეგული ლოკაცია და განვითარებული ინფრასტრუქტურა. “იქსო დეველოპმენტი” – გამორჩეული ცხოვრებისთვის!
XO Development-ი წარმოგიდგენთ – “XO სარაჯიშვილის მეტროსთან”. პროექტი, რომელიც მობინადრეებს ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ წერტილში, მეტრო სარაჯიშვილიდან სულ რაღაც 160 მეტრში შენდება. ეს არის მასშტაბური, 23 სართულიანი პროექტი მათთვის, ვინც ქალაქის რიტმს, სტრატეგიულ ლოკაციასა და ცხოვრების მაღალ სტანდარტს აფასებს.
რატომ XO? პროექტის მთავარი უპირატესობა მის ლოკაციაშია, მეტროსთან სიახლოვე, განვითარებული ინფრასტრუქტურა და კომერციული სივრცეები, XO-ს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს. ამ ყველაფერს კი პრემიუმ სტანდარტის მომსახურება აგვირგვინებს: მოწესრიგებული ლობი, კონსიერჟი და დაცული, მაქსიმალურ კომფორტზე მორგებული გარემო ქმნის იმ სიმშვიდეს, რომელსაც თანამედროვე ქალაქში ყველა ვეძებთ, ხოლო შენობის სიმაღლე და გააზრებული დაგეგმარება მობინადრეებს საშუალებას აძლევს, ყოველი სართულიდან ქალაქის შთამბეჭდავი პანორამული ხედებით დატკბნენ.